თბილისში, ჩინური სახალხო დღესასწაული, ნერგების ფესტივალი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 09:27 | 12.03.2018
ნანახია: 948

დღეს, 12 მარტს, თბილისში ჩინური სახალხო დღესასწაული, ნერგების ფესტივალი გაიმართება.

გამწვანების აქცია 11:00- საათზე, ვარკეთილში (ვარკეთილის 3, მე-4 მიკრორაიონი. სესილია თაყაიშვილის ქუჩა. სკვერი) დაიწყება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, ჩინური კომპანიები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ და ა.შ.

გამწვანების აქციის ფარგლებში, იგეგმება ღონისძიების ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის გასართობ/შემეცნებითი აქტივობა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე