აღმაშენებლის გამზირზე დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

საქართველო, თბილისი - 14:18 | 08.03.2018
ნანახია: 8334

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ "მოზაიკაში" დაშავებული ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

არსებული ინფორმაციით, 6 წლის ბიჭი საკონცერტო დარბაზ „კონგრეს ჰოლში“, მე-5-დან მე-3 სართულზე ჩავარდა.

დაშავებული ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. 

მომხდარი შემთხვევის გამო, „კონგრეს ჰოლში“ დღეს დაგეგმილი კონცერტები გადაიდო. 

ცნობისთვის, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის შენობიდან გადავარდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე