სარფის საბაჟო გამშვები პუნტის გავლით მიმოსვლა შეფერხებით ხორციელდება

საქართველო, თბილისი - 11:57 | 08.03.2018
ნანახია: 6138

საქართველო-თურქეთს შორის სარფის საბაჟო გამშვები პუნტის გავლით მოქალაქეების გატარება აღდგენილია. როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული,  რამდენიმე საათიანი შეზღუდვის შემდეგ, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებმა პუნქტმა "სარფი" მუშაობა განაახლა. 
„პირველ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა შეფერხებით ხორციელდება. თუმცა, როგორც თურქული მხარე აცხადებს, უმოკლეს დროში შეძლებენ სრული დატვირთვით განახორციელონ მგზავრთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატარება”, აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამდვებ პუნქტში, ელექტრონული სისტემის გათიშვის გამო, საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა სგპ სარფის გავლით, რამდენიმე საათის განმვლობაში შეჩერებული იყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე