მგზავრები გუდაურის მიმართულებით ავტოტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვას აპროტესტებენ

საქართველო, თბილისი - 13:46 | 19.01.2018
ნანახია: 960

მგზავრები გუდაურის მიმართულებით ავტოტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვას აპროტესტებენ. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ჟინვალის მონაკვეთზე, მათ  საპატრულო პოლიცია ავტოტრანსპორტით გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.

მოქალაქეებს პოლიციამ განუმარტა, რომ მლეთა-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა და ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. თუმცა, მგზავრთა ნაწილი ამბობს, რომ ისინი ანანურში, ფასანაურსა და სხვა ახლომდებარე დასახლებებში მიემგზავრებიან და არა – გუდაურში.

მოქალაქეები პოლიციელებს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ და შეზღუდვას აპროტესტებენ.

პოლიციელების განმარტებით, საცობია ანანურთანაც, რის გამოც დამატებითი შეზღუდვა დაწესდა ჟინვალის წყალსაცავთანაც.

ადგილზე,  100-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალებაა გაჩერებული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე