სახალხო დამცველი „კრისტალბეთს“ მოუწოდებს, სექსისტური სარეკლამო პოსტერი შეცვალოს
საქართველო, თბილისი - 13:10 | 17.01.2018 ნანახია: 1697
საქართველოს სახალხო დამცველმა „კრისტალბეთის“ სარეკლამო პოსტერზე გაკეთებული წარწერა „სლოტები რომელიც იძლევა“ სექსისტურად მიიჩნია და კომპანიას მისი შეცვლისკენ მოუწოდა.
როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, პროდუქტის გაყიდვის მიზნით გამოყენებულ სექსისტურ ან სხვა სახის დისკრიმინაციულ რეკლამას შესაძლოა დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესზე, რამდენადაც რეკლამის მიზანია მომხმარებელზე ზეგავლენის მოხდენა და ამ გზით მისი დარწმუნება, შეიძინოს პროდუქტი.
"საქართველოს სახალხო დამცველი თავის უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს შპს „მარსის“ (კრისტალბეთი) სარეკლამო პოსტერის მიმართ. პოსტერზე გაკეთებულია წარწერა – „სლოტები რომელიც იძლევა“, გვერდით კი გამოსახულია ქალი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეკლამა სექსისტური შინაარსისაა და საზოგადოებაში ამკვიდრებს მოსაზრებას, რომ ქალი სექსუალურ კავშირზე მარტივად თანხმდება.
სახალხო დამცველი განმეორებით აღნიშნავს, რომ ბიზნეს სექტორს განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა აკისრია, ხელი შეუწყოს თანასწორობის პრინციპის დაცვას. პროდუქტის გაყიდვის მიზნით გამოყენებულ სექსისტურ ან სხვა სახის დისკრიმინაციულ რეკლამას შესაძლოა დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესზე, რამდენადაც რეკლამის მიზანია მომხმარებელზე ზეგავლენის მოხდენა და ამ გზით მისი დარწმუნება, შეიძინოს პროდუქტი. როდესაც მიზნის მიღწევის საშუალებად კომპანია დისკრიმინაციულ რეკლამას ირჩევს, ის ხელს უწყობს რომელიმე დაუცველი ჯგუფის მიმართ მცდარი სტერეოტიპების დამკვიდრებას ან/და გაძლიერებას.
როგორც სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, უმეტეს შემთხვევაში, დისკრიმინაციის წყარო სწორედ სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული უარყოფითი სტერეოტიპები, სტიგმები და მათი ინტერესების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი შპს „მარსს“ მოუწოდებს, შეცვალოს სარეკლამო პოსტერი იმგვარად, რომ იგი არ ახალისებდეს ქალთა ან სხვა ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციას და მომავალში სამეწარმეო საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს", - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე
- სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი
- ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















