ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოში არ შემოუშვეს

საქართველო, თბილისი - 16:00 | 15.01.2018
ნანახია: 1579

კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც წლებია ქობულეთში ცხოვრობს,  საქრთველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ მან Facebook-ის თავის გვერდზე დაწერა.

 „ყველაზე ლამაზი ქვეყანა მსოფლიოში და ყველაზე სტუმართმოყვარე ადამიანები. ვწუხვარ, რომ პირადად ლუცენკოს მხრიდან სისხლის სამართლებრივი დევნის გამო არ შემიძლია საქართველოში ჩასვლა. არაუშავს! ღმერთი ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს: ლუცენკოს დიდი დრო არ დარჩენია თავისუფლად სეირნობისთვის, იმის გამო, რაც მან უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა. მე არ ვითვლები“, - წერს ჩერნოვეცკი.

შეგახსენებთ, 2017 წლის 14 ივლისს ლეონიდ ჩერნოვეცკის შეატყობინეს, რომ ის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი. ჩერნოვეცკის უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევაზე ედავებიან, რომელიც არასამართლებრივი სარგებლის მიღების მიზნით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ჩერნოვეცკიმ, გასულ წლებში ქართულ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. მან პარტია "ბედნიერი საქართველოსთვის" დაარსა, თუმცა მოგვიანებით არჩვენებში კენჭისყრა გადაიფიქრა. ჩერნოვეცკი საქართველოში საქველმოქმედო ფონდ "სოციალურ პარტნიორობას" ხელმძღვანელობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე