მაჩალიკაშვილს სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანენ

საქართველო, თბილისი - 14:26 | 08.01.2018
ნანახია: 1042

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს სავარაუდოდ თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანენ.

წმინდა მიქაელის სახელობის კლინიკის ექიმის ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, თურქეთის ორი კლინიკიდან პაციენტის მიღების შესახებ თანხმობა უკვე მიიღეს. 

,,ავსტრიაში მისი გადაყვანა რიგი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა, ამის შემდეგ განვიხილეთ სხვა ალტერნატიული ვარიანტები და ამ ვარიანტზე შევჯერდით. ოჯახის თანხმობის შემდეგ მისი გადაყვანა უახლოეს პერიოდში მოხდება," - განაცხადა ექიმმა.

მისივე თქმით, პაციენტის გადაყვანას თავად თურქული კლინიკა უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე