ბათუმის ბულვარში, განახლებული საბავშვო კუთხე პატარებს უკვე მასპინძლობს

საქართველო, თბილისი - 15:41 | 05.01.2018
ნანახია: 1405

ბათუმის ბულვარში, განახლებული საბავშვო კუთხე პატარებს უკვე მასპინძლობს. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბავშვთა გასართობ მოედანზე ახალი საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა.

დაემატა სხვადასხვა კატეგორიის საბავშვო გასართობი ატრაქციონები.

კერძოდ: ჩამოსასრიალებელი, ასაცოცებელი და ათი ერთეული ზამბარიანი ატრაქციონი. განახლდა და საბავშვო თემატიკით მოიხატა მოედნის საფარი.

ატრაქციონების შეძენა-მონტაჟის სამუშაოები შპს „გეოლოდმა“ განახორციელა. საბავშვო ატრაქციონების შესყიდვა-მონტაჟის საერთო ღირებულებამ 108 850-ლარი შეადგინა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე