ელისაბედ მეორემ ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლის იუბილე მიულოცა

საქართველო, თბილისი - 12:40 | 25.12.2017
ნანახია: 1071

გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა.

„მაქვს პატივი, გულთბილად მივულოცო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებიდან 40 წელი. დიდი სითბოთი ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას 2011 წელს, ლონდონში თქვენი ვიზიტისას. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ერებს შორის ურთიერთობები ღრმავდება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას“, – ნათქვამია ბრიტანეთის დედოფლის მისალოც წერილში, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე