საჯარო რეესტრი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახალ პროექტს იწყებს
საქართველო, თბილისი - 12:46 | 16.10.2015 ნანახია: 2200
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოს (Lantmateriet) სათაო ოფისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანი იმ საქმიანობების განხილვაა, რომლებიც Lantmateriet-ისა და საჯარო რეესტრის ერთობლივი პროექტის „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ პირველ ეტაპზე უნდა განხორციელდეს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამეთვალყურეო კომიტეტის პირველი შეხვედრაც, რომელზეც პროექტის გეგმა დამტკიცდა.
ამას გარდა, ვიზიტის პროგრამა მოიცავს გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა, მონაცემთა გაზიარება, დამისამართების მოდელები, მათი გამოყენება საჯარო სერვისებში, მიწისა და სხვა უძრავი ქონების ადმინისტრირების სფეროში.
"საჯარო რეესტრსა და Lantmateriet ათწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. ამ ხნის განმავლობაში შვედურმა მხარემ მნიშვნელოვან წვლილი შეიტანა ქართული სარეგისტრაციო სისტემის ჩამოყალიბების პროცესში. ამჟამად ჩვენ უკვე განვითარების ახალ ეტაპზე ვართ. მიმდინარეობს საჯარო რეესტრის ძირითადი მიმართულებების ცენტრალიზაცია და სარეგისტრაციო სამსახურების რეგიონულ დონეზე გამსხვილება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას. შვედეთს ამ მიმართულებით კარგი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება პროცესის სწორად დაგეგმვაში. ვიზიტის ფარგლებში ახალი თანამშრომლობის ფორმატიც შემუშავდება, რომელიც იმ ძირითად პრინციპებზე იქნება აგებული, რა გამოწვევებიც დღეს საჯარო რეესტრს აქვს“- აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.
შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოსა და საჯარო რეესტრის ერთობლივი პროექტი „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს SIDA-ს დაფინანსებით ხორციელდება. მისი მიზანი საჯარო რეესტრისა და ზოგადად ქვეყნის უძრავი ქონების სექტორის განვითარების ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება, მათ შორის, მიწისა და უძრავი ქონების მართვა, სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება, გეოდეზია, კარტოგრაფია, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება, სტატისტიკა და უძრავი ქონების მასობრივი შეფასება, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, სოფლად სამისამართო სისტემის განხორციელება და ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა. პროექტის ბიუჯეტი 12 000 000 ლარია და მისი დასრულება 2018 წლის ბოლოს იგეგმება.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















