დიმიტრი ქუმსიშვილი: „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ქართულ ბიზნესსაც ძალიან გამოადგება

საქართველო, თბილისი - 12:30 | 16.10.2015
ნანახია: 1670

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ქართულ ბიზნესსაც ძალიან გამოადგება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის ბიზნესთან კავშირი. ფორუმები შესაძლებლობაა, სადაც ინტერესთა კონცენტრაცია ხდება. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, როდესაც კეთდება ორი მხრიდან დაინტერესებული პირების შეხვედრის ორგანიზება. შესაბამისად, ეს ფორუმი ბიზნესებისთვის ახალი კავშირების დამყარების და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებაა, რომლებიც ხვალ-ზეგ ჩვენს ეკონომიკაზე აისახება“, აღნიშნა ქუმსიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე