ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) მხარდაჭერით „ქუთაისის წყალარინების პროექტი” დაფინანსდება
საქართველო, თბილისი - 15:19 | 15.10.2015 ნანახია: 2154
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება. თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში მყოფი EIB-ის ვიცე-პრეზიდენტი ლასლო ბარანიაი (Laszlo Baranyay), საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
დღესვე, ფინანსთა მინისტრმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის „ქუთაისის წყალარინების პროექტის” დაფინანსების მიზნით 100 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი.
აღნიშნული პროექტის თანადაფინანსებისათვის ევროკავშირის მიერ ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) ფარგლებში გამოყოფილი იქნება 4,75 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი და ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდიდან (EPTATF) 3,25 მილიონი ევროს ოდენობით გრანტი პროექტის ტექნიკური დახმარებისთვის.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ქუთაისის წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. (კერძოდ, შეიცვლება ძველი და დამონტაჟდება ახალი საკანალიზაციო მილები, ჩამდინარე წყლების ახალი სატუმბი სადგურები, მოეწყობა ახალი და მოხდება ძველი საკანალიზაციო ჭების რეაბილიტაცია, აშენდება ჩამდინარე წყლების გამწმენდი ახალი ნაგებობა.)
პროექტს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს
აღსანიშნავია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით წყლის სექტორში მიმდინარეობს ორი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს რეგიონების (სამეგრელო, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, გურია, შიდა ქართლი და კახეთი) მასშტაბით წყლისა და სანირების სფეროში ეფექტურობის, მომსახურების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით ქვეპროექტების განხორციელებას. აღნიშნულისათვის EIB-ის მიერ გამოყოფილია 80 მლნ ევრო სესხის სახით.
EIB-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე აღნიშნული პროექტების თანმდევი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) ფარგლებში გამოყოფილია გრანტები, პირველი პროექტისთვის 4 მილიონი ევროს ოდენობით, ხოლო მეორე პროექტისთვის - 8 მილიონი ევროს ოდენობით.
ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის მიერაა დაფუძნებული და მნიშვნელოვან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენს. ბანკთან საქართველო 2007 წლიდან თანამშრომლობს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად (ენერგეტიკის სექტორი, გზები, წყლის ინფრასტრუქტურა). როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის აპრილში თბილისში მუშაობა დაიწყო ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულმა ოფისმა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















