უკრაინაში კაზინოების გახსნა საქართველოში სათამაშო ბიზნესზე ნეგატიურად არ აისახება
საქართველო, თბილისი - 15:10 | 15.10.2015 ნანახია: 2089
უკრაინაში კაზინოების გახსნა, საქართველოში სათამაშო ბიზნესის განვითარებაზე ნეგატიურად არ აისახება. როგორც „შანგრი ლა“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლავრენტი გუბინი განმარტავს, თუ კი უკრაინის მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს და ქვეყნის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის განვითარებას დაუშვებს, ეს საქართველოში არსებულ
კაზინოებს კლიენტურას ვერ დააკარგვინებს, რადგანაც საქართველოში მომუშავე კაზინოებში უკრაინელი ვიზიტორების წილი მინიმალურია.
„რაც შეეხება უკრაინას მისი წილი ჩვენს ბაზარზე საკმაოდ უმნიშვნელოა და თუ უკრაინა მიიღებს გადაწყვეტილებას და ქვეყნის ტერიტორიაზე კაზინოების გახსნის ნებართვებს გასცემს, ეს ჩვენზე ნეგატიურ გავლენას ვერ იქონიებს.
ახლახანს დავბრუნდი უკრაინიდან, სადაც სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებულ კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა. უნდა აღვნიშნო, რომ კაზინოების გახსნა უკრაინის ეკონომიკისთვის იქნება საკმაოდ სასარგებლო. ვიმეორებ, რაც შეეხება
საქართველოს, აღნიშნული ფაქტი კლიენტების დაკარგვის თვალსაზისით, ჩვენზე უარყოფითად არ აისახება“,- აღნიშნა ლავრენტი გუბინმა.
გუბინი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც ქვეყანაში სავიზო საკითხები მეტნაკლებად მოწესრიგდა და მთელი რიგი უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ ელექტრონულად გააკეთონ სავიზო განაცხადები, სათამაშო ბიზნესში მდგომარეობა
გაუმჯობესდა.
„ჩვენი ძირითადი კლიენტები სხვადასხვა ქვეყნების წარმოადგენლები არიან, თუმცა ძირითად შეიძლება 3 ქვეყანა - ირანი, აზერბაიჯანი, თურქეთი, გამოვყოთ. წარმომადეგნობითია კლიენტურა რუსეთიდანაც“, - აღნიშნა „შანგრი
ლა“-ს პრესს-მდივანმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის მთავრობა რეფორმაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც სასტუმროებს კაზინოების გახსნის უფლება მიეცემათ. წინასწარი გათვლებით, უკრაინაში კაზინოების გახსნა ახალი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















