სს “ელიტ ელექტრონიქსის” პასუხი ანზორ ქოქოლაძეს
საქართველო, თბილისი - 13:32 | 15.10.2015 ნანახია: 2141
სს “ელიტ ელექტრონიქსი” ანზორ ქოქოლაძის განცხადებას პასუხობს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ანზორ ქოქოლაძის მიერ სიცრუის ტირაჟირება ხდება.
“მიუხედავად იმისა, რომ სს “ელიტ ელექტრონიქსი” ბოლო პერიოდის განმავლობაში თავს იკავებდა ეპასუხა ანზორ ქოქოლაძის სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებისათვის, სამწუხაროდ იძულებული ვართ რომ მის მიერ გავრცელებულ სიცრუეზე მცირედი განმარტებები მაინც გავაკეთოთ.
უპირველეს ყოვლისა სს “ელიტ ელექტრონიქსი” არ და ვერ ჩაერევა კომპანიის ყოფილ და ახლანდელ მფლობელთა საკუთრების უფლებებში და ამ კუთხით თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია ვინმეს ამისათვის შეუძლია მიმართოს სამართლებრივ მექანიზმებს, თუმცა რამდენადაც საზოგადოებისათვის ცნობილია ამ საკითხზე დავა დასრულებულია საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში. ამდენად წართმეულ ბიზნესთა რიგში სს “ელიტ ელექტრონიქსის” მოხსენიება რბილად რომ ვთქვათ მტკნარი სიცრუეა.
ასევე სრული სიცრუეა ის, რომ დავით კეზერაშვილი რაიმე ფორმითაა დაკავშირებული კომპანიასთან. ამის თაობაზე არაერთხელ განგვიცხადებია, რომ სს “ელიტ ელექტრონიქსის” აქციებს ფლობს თელავივის საფონდო ბირჟის ლისტინგში რეგისტრირებული ისეთი ცნობილი კომპანია საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე როგორიცაა ბრიმაგი, რომელიც ასევე ისრაელის გარდა არაერთ ქვეყანაში ოპერირებს თავისი ფილიალებით ან შვილობილი კომპანიებით.
ანზორ ქოქოლაძის ფანტაზიები უსაზღვრო აღმოჩნდა მან სს “ელიტ ელექტრონიქსი” სხვა წართმეულ ბიზნესებთან ერთად ლარის დევალვაციის მიზეზად მოიხსენია და აღნიშნა, რომ თითქოს გარკვეული ფულადი სახსრები ირიცხება საზღვარგარეთ. ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ ის გარემოება, რომ იმ მომენტისათვის, როდესაც ანზორ ქოქოლაძემ დატოვა კომპანია მისი დავალიანება კრედიტორების მიმართ 42 მილიონ ლარს აჭარბებდა, ხოლო აქტივები არ აღწევდა 8 მილიონ ლარამდეც კი არათუ 80 მილიონს, როგორც თვითონ ცრუობს. ეს სურათი გახლდათ მაშინ, როდესაც ანზორ ქოქოლაძეს კომპანიის მიმართ უკვე ჩადენილი ქონდა 6,5 მილიონი ლარის თაღლითური გზით დაუფლება. ამასთან დაკავშირებით რათქმაუნდა არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი და დადასტურებულია, რომ ის ბიზნესის კეთების ნაცვლად კრედიტორების საზიანოდ თაღლითურად ითვისებდა მილიონობით ლარს.
აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ სს “ელიტ ელექტრონიქსი” არათუ რაიმე თანხებს რიცხავს საზღვარგარეთ, არამედ მასში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რათა საკმაოდ დასუსტებულ და რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფ კომპანიას, სადამდეც სწორედ ანზორ ქოქოლაძემ მიიყვანა, შეძლებოდა სრულფასოვანი და წარმატებული ფუნქციონირება. ეს რომ ასეა, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ კომპანია წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე, კომპანიამ განახორციელა უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია და ქავთარაძის #1-ში გახსნა მთელს რეგიონში ყველაზე დიდი და თანამედროვე მაღაზია, ასევე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად კომპანია მიმდინარე წელს განახორციელებს რამდენიმე მილიონიან ინვესტიციას და გახსნის კიდევ ერთ გრანდიოზულ მაღაზიას ისთ ფოინტის სავაჭრო ცენტრში. ამის პარალელურად კომპანია მიმდინარე ვალდებულებებთან ერთად ახერხებს რეაბილიტაციის გეგმის შესრულებასაც, მაგალითად სწორედ ანზორ ქოქოლაძის მიერ დატოვებული 7.5 მილიონი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვა სრულად დასრულდა გასულ წელს. შესაბამისად კომპანიიდან ოპერირებისათვის საჭირო (მოგეხსენებათ სს “ელიტ ელექტრონიქსი” წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტიორს) თანხების გარდა რაიმე გადინება უბრალოდ საღ აზრსაა მოკლებული, მართლაც დიდი სიცრუეა იმაზე საუბარი, რომ ლარის დევალვაციის მიზეზი სს “ელიტ ელექტრონიქსია”.
უნდა ავღნიშნოთ, რომ ამით არ დასრულებულა მისი თაღლითური ქმედებები კომპანიის მიმართ, ამ მომენტისათვის ანზორ ქოქოლაძე ბრალდებულია კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეში, რაზედაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის განხილვა ასევე თაღლითური გზით კომპანიის კუთვნილი 3.4 მილიონი ლარის დაუფლების ფაქტზე, სადაც სს “ელიტ ელექტრონიქსი” ცნობილია დაზარალებულად, ხოლო მას საკმაოდ მკაცრი სასჯელი ელოდება და შესაძლოა პირველი შემთხვევისაგან განსხვავებით მარტივად ვერ დააღწიოს თავი სასჯელის აღსრულებას.
სწორედ მის მიერ ჩადენილი აღნიშნული ქმედებები და ერთგვარი თავის დაღწევის მცდელობა მართმსაჯულებისაგან აიძულებს მას პერიოდულად ცრუ ბრალდებებით დაესხას თავს სს “ელიტ ელექტრონიქსს” და ამით თავი წარმოაჩინოს წამებულ ბიზნესმენად თითქოს მას ვინმემ რაიმე წაართვა, ან კომპანიაში რაიმე უკანონო ხდება, აღნიშნულია ელიტ ელექტრონიქის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 12 ოქტომბერს ანზორ ქოლოლაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ახალ დეპარტამენტში იმ პირთა დაკითხვები დაიწყო, ვინც „ელიტ ელექტრონიქსის“ კანონიერ მესაკუთრეზე წართმევის პროცესში მონაწილეობდა.
ანზორ ქოქოლაძის განცხადებით, ძველი ხელისუფლების პირობებში „თიბისი“ ბანკის ხელმძღვანელობამ, ნაციონალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და დავით კეზერაშვილის მონაწილეობით, სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერით, უკანონოდ, 116 358 ლარად დაისაკუთრა 80 მილიონად შეფასებული „ელიტ ელექტრონიქსი“ და შემდეგ სიმბოლურ ფასად გადაუფორმა დავით კეზერაშვილის კომპანიებს, რომელიც ჯერ კიდევ მათ მმართველობაშია. 2010 წლიდან დღემდე როგორც ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებში, ასევე სტრასბურგში მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესები. „ელიტ ელექტრონიქსის“ უკანონო მითვისებასთან დაკავშირებით.
„რაც უფრო დაჩქარდება დაწყებული პროცესები და მალე დაბრუნდება წართმეული ბიზნესები, მით უფრო მალე გამყარდება ლარი, რადგან საქართველოდან 2012 წლის შემდეგ ყოველწლიურად 1,2- 1,3 მილიარდი დოლარი გადის, აქედან 70% სწორედ იმ წართმეული ბიზნესებიდან, რომელთაც დღესაც ოფშორებს ამოფარებული ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები ფლობენ. ისინი ცდილობენ, სანამ მოხდება სამართლიანობის აღდგენა, მოასწრონ, ამოიღონ ბიზნესიდან რაც შეიძლება მეტი, გაიტანონ საქართველოდან და გაათეთრონ, რაც გარე ფაქტორებთან ერთად ლარის გაუფასურების ყველაზე მთავარი გამომწვევი მიზეზია. ამიტომ, რაც უფრო დაჩქარდება დაწყებული გამოძიება, დროულად მოხდება წართმეული ბიზნესების რეალურ მესაკუთრეებზე დაბრუნება, მით უფრო მალე აისახება საქართველოს ეკონომიკაზე და მით მალე გამყარდება ლარი,“ - აღნიშნული 12 ნოემბერს ანზორ ქოქოლაძის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















