სს „გალტ & თაგარტი“ International Finance Magazine-ის მიერ დასახელდა 2015 წელს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად საქართველოში

საქართველო, თბილისი - 11:35 | 15.10.2015
ნანახია: 1668

სს „გალტ & თაგარტმა“ (გალტ & თაგარტი) დღეს განაცხადა International Finance Magazine-ის (IFM) ჯილდოს მიღების თაობაზე - „2015 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში“. IFM-ის ჯილდო გადაეცემა საერთაშორისო ფინანსების სფეროში მოღვაწე კერძო პირებსა და ორგანიზაციებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ხსენებული ინდუსტრიის განვითარებაში.

„წელს, „გალტ & თაგარტი“ აქტიურად მუშაობდა როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე კერძო ქართულ კომპანიებთან. „გალტ & თაგარტი“ გახლდათ EBRD-სა და IFC-ის ადგილობრივი ობლიგაციების ერთადერთი განმთავსებელი. კომპანიის მიერ საქართველოს საფონდო ბირჟაზე ასევე წარმატებით იქნა განთავსებული ისეთი კომპანიების კორპორაციული ობლიგაციები, როგორებიცაა: „m2 უძრავი ქონება“, „Evex“-ი და „GWP“-ი. „გალტ & თაგარტი“ ასევე უზრუნველყოფს კორპორაციულ ფინანსებში საკონსულტაციო მომსახურებას ქართული და უცხოური კომპანიებისთვის. ხსენებული პრესტიჟული ჯილდო „გალტ & თაგარტის“ კიდევ ერთი აღიარებაა, როგორც საქართველოში კაპიტალის ბაზრისა და ინვესტიციების მართვის მომსახურების განვითარების სათავეში მყოფი კომპანიის", აღნიშნა „გალტ & თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე