დავით ონოფრიშვილი: აუცილებელია მცირე საწარმოების საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება

საქართველო, თბილისი - 15:00 | 14.10.2015
ნანახია: 1896

„თავისუფალი დემოკრატები“ ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ზალად მცირე და საშუალო ბიზნესს ასახელებენ. პარტიის ეკონომიკური ხედვებში მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობის პროგრამას დიდი ადგილი ეთმობა.

როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ონოფრიშვილი ამბობს, მცირე და საშუალო საწარმოები უნდა იქცნენ ეკონომიკისა და დასაქმების ზრდის მთავარ ლოკომოტივად.

„შესაბამისად, გარდა საგადასახადო ადმინისტრირების წნეხის მოშორებისა, რაც მცირე საწარმოებს გაცილებით მეტად აზარალებს, ვიდრე დიდ კომპანიებს, აუცილებელია მცირე საწარმოების საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელთა რიცხვი გაიზრდება მცირე ბიზნესის საქმიანობის სახეების გაფართოების საფუძველზე. ასევე, ბრუნვაზე დაფუძნებული 3%-იანი გადასახადი დაწესდება დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნების გარეშე”, აცხადებს ონოფრიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე