„თავისუფალი დემოკრატები“ რეინვესტირების სტიმულირების ინიციატივით გამოდიან

საქართველო, თბილისი - 14:52 | 14.10.2015
ნანახია: 1794

„თავისუფალი დემოკრატები“ რეინვესტირების სტიმულირების ინიციატივით გამოდიან. როგორც "თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდეერი დავით ონოფრიშვილი განმარტავს, ეკონომიკის ზრდის სტიმულირების მიზნით, ინვესტიციების ხელშეწყობა ბიზნესში რეინვესტირებული კაპიტალის გადასახადისაგან გათავისუფლებით გზით უნდა მოხდეს.

„შესაბამისად, მოგების გადასახადის გაანგარიშების დროს მთლიანად მოხდება განხორციელებული ინვესტიციის (მათ შორის, მარაგების ზრდის) გამოქვითვა, ანუ დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება”, აცხადებს დავით ონოფრიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე