"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” შედეგად დიმიტრი ქუმსიშვილი დამატებით სამუშაო ადგილებს და გაზრდილ ტვირთბრუნვას ელოდება

საქართველო, თბილისი - 14:37 | 14.10.2015
ნანახია: 1826

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” შედეგად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დამატებით სამუშაო ადგილებს და გაზრდილ ტვირთბრუნვას ელოდება. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა, 15-16 ოქტომბერს თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი" ჩატარდება, რომელზეც 31 ქვეყნიდან 800-მდე დელეგატს ელოდებიან.
"მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომელსაც ჩვენ ამ ფორუმიდან ველოდებით. საბოლოო ჯამში, ამ ფორუმის შედეგად ჩვენ უნდა გვქონდეს დამატებით სამუშაო ადგილები, რომელიც შეიქმნება საქართველოში. უნდა იყოს გაზრდილი ის ტვირთბრუნვა, რომელმაც უნდა გაიაროს საქართველოზე, ასევე უნდა გვქონდეს შესაძლებობა, მოვიზიდოთ ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც საბოლოო ჯამში, აისახება ჩვენს მოქალაქეებზე", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე