პენტაგონმა სირიელი ამბოხებულები 50 ტონა საბრძოლო მასალით მოამარაგა

საქართველო, თბილისი - 12:50 | 13.10.2015
ნანახია: 1879

პენტაგონმა სირიელი ამბოხებულები 50 ტონა საბრძოლო მასალით მოამარაგა.

პენტაგონის პრეს-მდივნის განცხადებით, ჰასაქეჰის პროვინციაში სატრანსპორტო თვითმფრინავმა С-17-მა ამბოხებულებს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ყუმბარები მიაწოდა.

ეს ოპერაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ-მა უარი თქვა ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ათასი მეამბოხის მომზადებაზე, რისთვისაც 500 მლნ დოლარის გამოყოფა იყო დაგეგმილი.

ამის ნაცვლად არსებული ოპოზიციური დაჯგუფებები საბრძოლო მასალითა და იარაღით მომარაგდება, რაც მათ ”ისლამური სახელმწიფოს” ფაქტობრივი დედაქალაქის რაყას გათავისუფლებაში დაეხმარება.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე