იერუსალიმში შეიარაღებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

საქართველო, თბილისი - 12:32 | 13.10.2015
ნანახია: 1807

იერუსალიმში ავტობუსის გაჩერებაზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.

იერუსალიმში ავტობუსის გაჩერებაზე თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ”ბი-ბი-სი” ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

ისრაელი გამოცემა Arutz Sheva წერს, რომ ორი ტერიორისტის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაიჭრა.

მედიის ცნობით, ამის შემდეგ ტერორისტი გაჩერებაზე მდგომ ავტომობილს დაესხა თავს და რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დანით დაჭრა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე