უკრაინა რუსეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლას წყვეტს

საქართველო, თბილისი - 11:55 | 13.10.2015
ნანახია: 1844

25 ოქტომბრიდან უკრაინა რუსეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლას წყვეტს. ეს კიევის საპასუხო ნაბიჯია რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც რამდენიმე კვირაა უკრაინული ავია ხაზებისთვის რუსული საჰაერო სივრცე დაიხურა.

ამ ფაქტთან დაკავშრებით, ოფიციალურ მოსკოვს განმარტება არ გაუკეთებია.

უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების სიაში ერთი რუსული ავია კომპანია ისედაც მოხვდა. 16 სექტემბრის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირება AEROFLOT-ს აეკრძალა.

”შესაბამისი ღონისძიებები ყველა რუსული ავიაკომპანიის მიმართ გატარდება და მანამდე იმოქმედებს, ვიდრე რუსეთის ხელისუფლების მხრიდან უკრაინული ავიაკომპანიების მიმართ აკრძალვები არ გაუქმდება”, - ნათქვამია უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე