ანა დოლიძე: სასამართლო ხელისუფლებას სჭირდება ტრანსფორმაცია - ძირეული, მყისიერი, ფართომასშტაბიანი რეფორმა

საქართველო, თბილისი - 14:58 | 06.07.2016
ნანახია: 1618

სასამართლო რეფორმის მიმდინარეობა და იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში არსებული ხარვეზები განიხილეს დღეს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ და პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ  “კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

როგორც პრეზიდენტის სასახლეში, შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, სასამართლო ხელისუფლებას სჭირდება ტრანსფორმაცია, ანუ ძირეული, მყისიერი, ფართომასშტაბიანი რეფორმა და  არამარტო რაღაც ინსტიტუტების და მექანიზმების შეკეთება.

„ტრანსფორმაცია არ ხდება და ძალიან ვწუხვართ, რომ მესამე ტალღის განხორციელება და მისი მიღება პარლამენტის მიერ შეჩერდა. პრობლემა იმაშია, რომ სასამართლოში შესაძლებელია დაინიშნონ ოდიოზური ფიგურები, დაინიშნონ არასწორად, არამართებულად და ეს ბუნებრივია, კითხვებს ბადებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების სანდოობას”, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ტრადიციულად აქვს მაღალი ინტერესი სასამართლო რეფორმების და არსებული ხარვეზების მიმართ და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, იმას რომ სასამართლო რეფორმა არ არის ერთ-ერთი რიგითი რეფორმა, ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე