ირაკლი კობახიძე ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტს უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს

საქართველო, თბილისი - 14:49 | 06.07.2016
ნანახია: 1370

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტს უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს. ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით,  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას დასავლურ სტრუქტურებში.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენთვის, რომელიც აუცილებლად ხელს შეუწყობს ჩვენს შემდგომ ინტეგრაციას დასავლურ სტრუქტურებში, დასავლურ სივრცეში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია , ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბატონი ჯონ ქერის ვიზიტს“,-დასძინა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე