სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ​ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

საქართველო, თბილისი - 19:00 | 20.03.2024
ნანახია: 2611

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურისა და ისრაელის სამართალდამცავთა ერთობლივი მონაწილეობით, ისრაელის სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე,  ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში, ქალაქ ბათუმში მდებარე ხელოვნური განაყოფიერების, დონაციის და სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში (სამედიცინო კლინიკა)  საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა სამედიცინო კლინიკიდან  დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია ამოიღეს.

ამ ეტაპზე, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება, მათ შორის დაგეგმილია საქართველოს და ისრაელის მოქალაქეების მოწმის სახით გამოკითხვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე