რამდენიმე დღეში „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო სიებს გაასაჯაროებს

საქართველო, თბილისი - 14:35 | 06.07.2016
ნანახია: 1196

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო„ რამდენიმე დღეში საარჩევნო სიებს გაასაჯაროებს, - ამის შესახებ განცხადება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

„უახლოეს დღეებში დავიწყებთ პირველ რიგში მაჟორიტარების წარდგენას, არ გამოვრიცხავ, რომ ასევე მალევე მოხდეს პარტიის სიის ძირითადი ნაწილის წარდგენაც. ეს პროცესი ძალიან აქტიურად დაიწყება. ამ დღეებში გახდება ცნობილი ბევრი სიახლის შესახებ“- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე