სიცილმა შეიძლება ადამიანი მოკლას

საქართველო, თბილისი - 22:00 | 21.09.2015
ნანახია: 3213

 ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უარყო გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ სიცილს შეუძლია, სიცოცხლე გაახანგრძლივოს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სიცილი შეიძლება არა მარტო უსარგებლო იყოს, არამედ საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს.

მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდაა გავრცელებული აზრი სიცილის სარგებლობის შესახებ, ზოგიერთი ადამიანისთვის ის შეიძლება იმაზე მეტად საშიში იყოს, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანი შეიძლება სიცილისგან მოკვდეს. კერძოდ, მათ აღწერეს ერთი შემთხვევა. გაკვეთის შედეგად აღმოჩნდა, რომ ქალი გარდაიცვალა უეცარი კარდიული სიკვდილის სინდრომით. ამ სიტუაციაში ტერმინი `სიცილით გასკდომა~, უბრალოდ, სიტყვის თანწყობა როდია, სწორედ ეს მოუვიდა უბედური ქალის გულს.

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, სიცილის დროს შეიძლება `გასკდეს~ არა მხოლოდ გული, არამედ საყლაპავი მილიც. გარდა ამისა, მგზნებარე სიცილი საშიშია ეპილეფსიური კრუნჩხვისთვის. სიცილის დროს სწრაფმა ჩასუნთქვამ შეიძლება პროვოცირება გაუკეთოს ასთმის შეტევას, მაშინ როცა ბევრი ადამიანი იტანჯება თიაქარითა და ენურეზიით.

იმისთვის, რომ შეესწავლათ სიცილის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე, მეცნიერებმა ოქსფორდისა და ბირმინგემის უნივერსიტეტიდან გამოიყენეს მონაცემები 1946 წლიდან დღემდე. თუმცა, მათი შედეგები აჩვენებდა არა მარტო სიცილის საფრთხეს, არამედ სიცილის დადებით გავლენას ადამიანის ორგანიზმზე.

ერთ-ერთი კვლევის დროს საავადმყოფოში პაციენტების გასართობად ჯამბაზები გაგზავნეს. შედეგად, `გულწრფელი სიცილი~ მთელი დღის განმავლობაში დაახლოებით 2000 კალორიის დაწვას ეხმარებოდა.

მაგრამ მეცნიერების არგუმენტები ედავება ფართოდ გავრცელებულ აზრს სიცილის სასარგებლოდ.

`ჩვენ ჯერ კიდევ მოგვიწევს, გავარკვიოთ, რა სახის ხუმრობები გვაიძულებს, ავად გავხდეთ. მაგრამ, ჩვენ უკვე ვიცით, რომ ზოგიერთ მათგანს შეუძლია, გამოიწვიოს გაუწყლოება ან გემოს შეგრძნების დამახინჯება~, _ განაცხადეს მეცნიერებმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე