მაგდა პაპიძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება - "თორნიკეს სისხლი ყველა ნაფიცი მსაჯულის კისერზეა"

საქართველო, თბილისი - 22:26 | 04.07.2016
ნანახია: 1911

პროკურატურამ დამიშინა ყველა მეგობარი, - ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დამ ლანა პაპიძემ ნაფიცი მსაჯულების მიერ ვერდიქტის გამოტანის შემდეგ განაცხადა.

"პროკურატურამ დამიშინა ყველა მეგობარი. გვემუქრებოდა ჩვენ, ჩემს ქმარს. პროკურატურას ყველა კარგად ჰყავდა დამუშავებული. თორნიკეს სისხლი ყველა ნაფიცი მსაჯულის კისერზეა", - აცხადებდა ლანა პაპიძე.

სასჯელის დანიშვნის სხდომა მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ 6 ივლისს, 11:00 საათზე ჩანიშნა.

მაგდა პაპიძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე