მაგდა პაპიძე დამნაშავედ სცნეს

საქართველო, თბილისი - 21:38 | 04.07.2016
ნანახია: 2689

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს.

შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძეს 27 წლის მამაკაცის (მეუღლის) და მისი 5 წლის ბავშვის (შვილის) მკვლელობაში ედებოდა ბრალი. შემთხვევა 19 დეკემბერს მოხდა.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მამაკაცის დაღუპვის მიზეზი თავში მძიმე საგნის ჩარტყმა გახდა, ხოლო ბავშვის - გაგუდვა.

გამოძიებამ ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულად მაგდა პაპიძე სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე