ნაფიცი მსაჯულები მაგდა პაპიძის საქმეზე ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ

საქართველო, თბილისი - 19:00 | 04.07.2016
ნანახია: 1782

ნაფიცი მსაჯულები მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ. ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა მისივე მოთხოვნით დახურულ სხდომაზე წარმოთქვა.

ნაფიც მსაჯულებს მოსამართლემ განუმარტა, რომ უნდა იხელმძღვანელონ კანონის მუხლებით და რომ გადაწყვეტილება სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღონ, მიუხედავად მათი პირადი სიმპათიისა თუ ანტიპათიისა. 
კანონის თანახმად, ნაფიც მსაჯულებს თავდაპირველად სამსაათიანი ვადა მიეცემათ და აღნიშნულ პერიოდში მათ ბრალდებულის გამართლების ან გამტყუნების გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღონ. თუკი გადაწყვეტილება ერთხმად არ იქნება მიღებული, მოსამართლე მათ 6 საათიან ვადას მისცემს და ამ ვადაში ვერდიქტი ხმათა უმრავლესობით უნდა იყო მიღებული. კერძოდ, 12 ნაფიცი მსაჯულის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუკი 8 ნაფიცი მსაჯული ერთი ვერდიქტის მომხრე იქნება. თუ გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც არ იქნება მიღებული, მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს დამატებით 3 საათიან ვადას მისცემს, რათა ხმათა იგივე რაოდენობით იყოს მიღებული გადაწყვეტილება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე