სამართალდამცველებმა 22 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც თელავში მამა დაჭრა

საქართველო, თბილისი - 18:07 | 04.07.2016
ნანახია: 1316

სამართალდამცველებმა, 22 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც თელავში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თვითმხილველების განცხადებით, მომხდარის დროს, მამა-შვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
დაჭრილი მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული და ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მოკვლევას თელავის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე