ლიანა შამუგია: ეს საქმე აქ არ დამთავრდება, პირიქით, დღეს დაიწყება ყველაფერი

საქართველო, თბილისი - 13:51 | 04.07.2016
ნანახია: 1657

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებუ მაგდა პაპიძის დედა, ლიანა შამუგია აცხადებს, რომ ,,ეს საქმე აქ არ დამთავრდება, პირიქით, დღეს დაიწყება ყველაფერი“.

მისი თქმით, ყველა ნათლად დაინახავს ვინ არის ნამდვილი მკვლელი.

,,მე ამის პირობას ვდებ საზოგადოების წინაშე. ყველა ნათლად დაინახავს მკვლელი ვინ არის, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანონ დღეს. მე მჯერა, რომ დადებითი ვერდიქტი იქნება, ამას ჩემი რწმენით ვამბობ, იმიტომ, რომ მე არ მყავს მკვლელი შვილი.მე თავიდანვე ვამბობდი იმას, რომ ეს გოგონას გაკეთებული არ არის, აქ მამაკაცის ხელი ურევია. აი, ეს დამტკიცდება რაღაც პერიოდის შემდეგ", - განაცხადა ლიანა შამუგიამ.

მაგდა პაპიძის მოთხოვნით სასამართლო პროცესი დაიხურა. პაპიძემ განაცხადა, რომ მედიის მიერ პროცესების არასწორი გაშუქებაა, გავლენას ახდენს ნაფიც მსაჯულებზე. ბრალდებილის განცხადებით, დღეს წყდება მისი სიცოცხლის საკითხი და არავის მისცემს საშუალებას მართოს მსაჯულები.

მაგდა პაპიძის ვერდიქტზე გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა დღეს უნდა გამოიტანონ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე