კახეთში შვილმა მამა ცივი იარაღით დაჭრა

საქართველო, თბილისი - 11:55 | 04.07.2016
ნანახია: 1333

შემთხვევა მოხდა კახეთში - თელავის რაიონის სოფელ კისისხევში შვილმა მამა ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებულს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. 

ადგილობრივების თქმით, მამა-შვილი სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

ახალგაზრდამ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა. მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე