ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს ფორმირების პროცესი იწყება

საქართველო, თბილისი - 11:46 | 04.07.2016
ნანახია: 1413

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს ფორმირების პროცესი იწყება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  25 ივნისს, ძალაში შევიდა ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი. https://matsne.gov.ge/ka/document/view/3311504

აღნიშნული კანონის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ყალიბდება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელთანაც თავის მხრივ, იქმნება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭო.

საბჭოს შემადგენლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს თითო წევრი შემდეგი სექტორებიდან:

-  პროფესიული ორგანიზაციებიდან;

-  ბიზნესასოციაციებიდან;

-  აკადემიური წრეებიდან.

თითოეული ამ სექტორიდან შეიძლება წარდგენილ იქნას საბჭოს წევრობის 3-3 კანდიდატი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის საბჭოს წევრობის კანდიდატურების წარდგენა წარმოებს არაუგვიანეს 2016 წლის 15 ივლისისა.

            დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • წარმდგენი ორგანიზაცი(ები)ის სარეკომენდაციო წერილი;
  • წევრობის კანდიდატის ავტობიოგრაფია (CV);
  • სამოტივაციო წერილი, საიდანაც გაირკვევა, თუ რატომ მიიჩნევს ესა თუ ის პირი, საკუთარ თავს საბჭოს წევრობისთვის ღირსეულ კანდიდატად, როგორ აპირებს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ზოგადად, სამსახურის საქმიანობის და საზედამხედველო სფეროების ხელშეწყობას;
  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე