I კვარტალში მშპ-ში ტურიზმის წილმა 6.8% შეადგინა

საქართველო, თბილისი - 11:27 | 04.07.2016
ნანახია: 1130

 

2015 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ აშშ დოლარს (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმიოს ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 354.5 მილიონ აშშ დოლარს (ზრდა +15.7), რაც 48 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.2%-ია.

2016 წლის პირველ კვარტალში კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8%  შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე