ნაფიცმა მსაჯულებმა მაგდა პაპიძის საქმეზე ვერდიქტი უნდა მიიღონ

საქართველო, თბილისი - 10:41 | 04.07.2016
ნანახია: 1439

დღეს, 4 ივლისს, შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის მიმართ, ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ. 

სასამართლო პროცესზე მხარეების მიერ 60-ზე მეტი მოწმე დაიკითხა. 

ნაფიცმა მსაჯულებმა სათათბიროდ გასვლის შემდეგ, ვერდიქტი პირველ 3 საათში ერთხმად უნდა მიიღონ. თუკი 12-დან ერთი მაინც არ დაეთანხმება, ვერდიქტს ვერ მიიღებენ, ვინაიდან ყველა ნაფიცი მსაჯული თანახმა უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში, მოსამართლე მათ 6-საათიან დამატებით დროს მისცემს, რა დროშიც მინიმუმ 8 მსაჯული ერთ აზრზე უნდა იყოს. თუკი 6 საათიან ვადაშიც ვერ მიიღეს ვერდიქტი, მოსამართლე 3 საათს დაუმატებს. დროის ამ მონაკვეთშიც მინიმუმ 8 მსაჯულის ხმაა საჭირო. თუკი ამ დროშიც ვერ მიიღეს ვერდიქტი, მოსამართლე გონივრულ ვადას მისცემს, რომელიც პრაქტიკის მიხედვით 1-საათიანია. თუ  ამის შემდეგ ვერ მოხერხდა ვერდიქტის მიღება, მსაჯულებს მოსამართლე დაითხოვს და ახალი შემადგენლობა შეირჩევა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე