"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად კრეათონი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 17:42 | 02.07.2016
ნანახია: 1270

დღეს, 2 ივლისს,  ტექნოპარკში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დასაქმების ფორუმის ფარგლებში კრეათონს მართავს.

კრეათონი დილის 10.00სთ-იდან დაიწყო და მონაწილეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. კრეათონის მსვლელობისას შედგა 15 ჯგუფი, რომლებიც ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენტორებთან ერთად წყალმომარაგების განვითარების ინოვაციურ იდეებზე მუშაობენ.

ჟიური საუკეთესო პროექტის ავტორებს  4 ივლისს გამოავლენს.

გამარჯვებულები  ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“   სამთვიან სტაჟირების პროგრამას გაივლიან, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტების განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე