პრემიერ-მინისტრი განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ხედვას და პრიორიტეტებს გაეცნო
საქართველო, თბილისი - 14:05 | 02.07.2016 ნანახია: 1299საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ხედვას და პრიორიტეტებს გაეცნო, რომელიც მთავრობის წევრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ წარუდგინა. პრეზენტაცია, რომელიც სკოლამდელ აღზრდას, სასკოლო განათლებას, უმაღლესი და პროფესიული სწავლების სტრატეგიული განვითარების გზებს მოიცავდა, სოფელ კაჭრეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯში „აისი“ გაიმართა.
დასაწყისში განათლების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემის რეფორმირების მნიშვნელობაზე, რაზეც, მისი განმარტებით, სრულად არის დამოკიდებული ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ხაზი გაესვა პროფესიული განათლების როლს, რომელიც მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. აღინიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება კონკრეტული დარგის მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები. დაწყებულია ინტენსიური მუშაობა, რათა პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გაიმართა მსჯელობა განათლების სისტემაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების, მიმდინარე რეფორმის შესახებ.
პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან ერთად, პროფესიული კოლეჯის ინფრასტრუქტურა, სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, ღვინის სახლი და სახელოსნოები დაათვალიერა. განათლების მინისტრის განმარტებით, კოლეჯში „აისი“ სწავლება ძირითადად სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით მიმდინარეობს და ამზადებს შემდეგ სპეციალისტებს: ფერმერი, მეღვინე-მევენახე, მეფუტკრე, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებლი, სასურსათო პროდუქტების მწარმოებელი, ვეტერინალური მომსახურება, ტრაქტორისტ-მემანქანე, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, გიდი, ტუროპერატორი, მზარეული და სხვ. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ეს ის პროფესიებია, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. კოლეჯში ამ ეტაპზე 500-მდე პროფესიული სტუდენტი სწავლობს.
განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ხედვას მინისტრები და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა