2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების წინასწარი მონაცემები

საქართველო, თბილისი - 16:53 | 02.07.2016
ნანახია: 1137

ფინანსთა წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის 6 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა შეადგინა 3 მილიარდ 950,2 მილიონი ლარი რაც გეგმის   100,4%-ია. გადაჭარბება 6 თვის გეგმის მიმართ შეადგენს 15,0 მლნ ლარს.

მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 3 მილიარდ 744,5 მილიონი ლარი, რაც გეგმის 100,8%-ია. გადაჭარბება გეგმის მიმართ შეადგენს 28,5 მლნ ლარს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვამ მიმდინარე წლის 6 თვეში შეადგინა 4 მილიარდ 679,2 მილონი ლარი. 6 თვის გეგმასთან მიმართებაში შესრულების მაჩვენებელი 95,0%-ს შეადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე