თინათინ ხიდაშელის შეხვედრა იტალიელ ექსპერტებთან
საქართველო, თბილისი - 14:59 | 02.07.2016 ნანახია: 1535იტალიაში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რომის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში სტუმრობით დაიწყო. იტალიელ ექსპერტებთან და მკველვარებთან საუბრისას თინათინ ხიდაშელმა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებსა და ამ გზაზე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრმა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასა და ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის მიღების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. აღინიშნა რუსეთის ფაქტორები თუ გზავნილები და მათი გავლენა დღევანდელ მსოფლიოზე.
„ნებისმიერი ვიზიტის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვესაუბრებით ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებიდან მონაწილენი არიან. ვესაუბრებით ექსპერტებს, კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ, ამზადებენ მოსაზრებებს, საკუთარ ხედვებს და აცნობენ გადაწყვეტილების მიმღებებს. გვქონდა ფანტასტური შესაძლებლობა იტალიის ერთ-ერთ წამყვან კვლევით ორგანიზაციაში შევხვედროდით ექსპერტებს. ვისაუბრეთ გამოწვევებზე, რომელიც დღევანდელ სამყაროს აქვს, რუსეთის გზავნილებზე, მოლოდინებზე. ვისაუბრეთ ტერორიზმის საფრთხეებზე, საქართველოს როლზე,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ.
საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი გრეკომ თავდაცვის მინისტრის ექსპერტებთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა: „ვფიქრობ, მინისტრ ხიდაშელთან შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, რადგან მან იტალიის საზოგადოებას საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ უახლესი ინფორმაცია მიაწოდა. მსგავსი სახის შეხვედრებს ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე დიდი მნიშვნელობა აქვს.
სამიტზე კვლავ დადასტურდება ნატოს ღია კარის პოლიტიკა, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრინების პერსპექტივაა და ასევე აღიარება, რომ ქვეყანამ დიდი პროგრესი განიცადა რეფორმირების თვალსაზრისით. დღევანდელ შეხვედრაზე ბევრი პრობლემატური საკითხი განვიხილეთ, რომელიც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ხვდება“.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა