რომან გოცირიძე: სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა ვერ შესრულდა
საქართველო, თბილისი - 11:43 | 02.07.2016 ნანახია: 1261ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ რომან გოცირიძის განცხადებით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა ვერ შესრულდა როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების კუთხით. ამის ძირითადი მიზეზი კი, სუსტი ეკონომიკური ზრდა და მთავრობის მიერ წარმოებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა.
„მიუხედავად მთავრობის ოპტიმიზმისა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის იანვარ-მაისში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ მხოლოდ 2,9 პროცენტი შეადგინა.
წლის პირველი ნახევარი გამოირჩეოდა გარდა ფისკალური, ასევე მონეტარული არასტაბილურობითაც, რაც ლარის კურსის გაუფასურებაში და მის მკვეთრ რყევებში გამოიხატა.
შემოსავლების 6 თვის გეგმა 208 მილიონი ლარით გაირღვა
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შემოსავლების გეგმა განსაზღვრული იყო 4,636 ლარის ოდენობით, ფაქტობრივად ბიუჯეტში შემოვიდა 4,428 მილიარდი ლარი. დანაკლისმა 208 მილიონი ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 6 თვის შემოსავლების მოცულობა 366 მილიონი ლარით ნაკლებია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც მაშინ 4,794 მილიარდ ლარს შეადგენდა.
ერთადერთი, რაც შესრულდა 2016 წლის პირველ ნახევარში, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა, რომელიც 29 მილიონიტ მეტია დაგეგმილზე( ნაცვლად 3.716 მილიარდისა შემოვიდა 3,745 მილიარდი ლარი).
ბიუჯეტი არ შეიცავს მხოლოდ საგადასახადო შემოსავლებს და მისი ერთი ნაწილის გეგმის გადაჭარბებით შესრულება ვერ ანეიტრალებს მთლიანი ჩამორჩენის ნეგატიურ ეფექტს.
შემოსავლების გეგმის ჩავარდნის მიზეზი იყო არასაგადასახადო შემსვლებიდან და საგარეო წყაროებიდან თანხების მიუღებლობა.
ხარჯების 6 თვის გეგმა 245 მილიონი ლარით გაირღვა
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები დაგეგმილი იყო 4,924 მილიარდი ლარის ოდენობით, ფაქტობრივად დაიხარჯა 4, 679 მილიონი ლარი, რაც 245 ლარით ნაკლებია დაგეგმილთან შედარებით.
საბიუჯეტო გარღვევის გადაფარვა მოხდა ნაშთებიდან 251 მილიონი ლარის ოდენობით.
მთავრობამ შემოსავლებში წარმოქმნილი დანაკლისი დაიფარა ძველი ნააშთებიდან 251 მილიონი ლარის ოდენობით. ეს უკანასკნელი გახდა ლარის არასტაბილურობის ერთ-ერთი მიზეზი.
წლის მეორე ნახევარში 787 მილიონი ლარით მეტი უნდა დაიხარჯოს, ვიდრე წლის პირველ ნახევარში.
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განსაზღვრულია 10,145 მილიარდი ლარის ოდენობით. წლის პირველ ექვს თვეში ათვისებულია მხოლოდ 4, 679 მილიონი ლარი. დარჩენილ პერიოდში უნდა დაიხარჯოს 5,466 მილიარდი ლარი, რაც 787 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე წლის პირველ ნახევარში.
ბიჯეტის არათანაბარზომიერი განაწილება და ტრადიციულად, წლის ბოლო თვეებზე გადატანილი დეფიციტური ხარჯვა კვლავ რჩება მადესტაბილიზებელ ფაქტორად და იგი ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის რისკის შემცველია. „
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა