ბათუმის აქტივების რუკა უკვე მზადაა

საქართველო, თბილისი - 17:00 | 12.10.2015
ნანახია: 1890

 

 

ბათუმის აქტივების რუკა უკვე მზადაა. ქალაქის აქტივების რუკის შექმნაზე, ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კორპორაცია „ჯი-ი-სი დეველოპმენტსმა“ იმუშავა.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, აქტივების რუკის შექმნას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია, რადგანაც ის ქალაქის ხელმძღვანელობას საშუალებას აძლევს გამოავლინოს რესურსები, რომლის გამოყენება შესაძლებელია ეკონომიკური განვითარების ინიციატივების მხარდასაჭერად.
აქტივების ასახვა საფუძველს უყრის ახალი სტრატეგიული გეგმის შემუშავებასა და ქალაქის რესურსების მობილიზაციას. რუკა იძლევა საფუძველს, რათა დროთა განმავლობაში, გარკვეული ციფრული ინდიკატორული სისტემის როლი შეასრულოს და გაიზომოს ქალაქში მიღწეული პროგრესი.
აქტივების რუკის შექმნით, ქალაქის ლიდერებს შეუძლიათ უფრო ზუსტად შეაფასონ მათი მიმდინარე მნიშვნელობა ეკონომიკისათვის.
აქტივების რუკა ბათუმის მთავრობას გადაეცემა როგორც ერთიანი დოკუმენტი, რომლის საფუძველზე, მომავალში, შესაძლებელი გახდება გრძელვადიანი მიზნების მიღწევაც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე