ალდაგმა ავტომფლობელებისთვის ინოვაციური პროდუქტი ავტო სტარტი შექმნა

საქართველო, თბილისი - 15:11 | 01.07.2016
ნანახია: 1168

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა მომხმარებლებისთვის ახალი, ინოვაციური პროდუქტი - ავტო სტარტი შექმნა. პირველად, საქართველოს სადაზღვევო  ბაზარზე, ინდივიდუალური დაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ავტომფლობელებს საშუალება ეძლევათ,  დააზღვიონ ავტომობილი მინიმალურ ფასად. ავტო სტარტის  შეძენის შემთხვევაში, მძღოლს წლიურად, ავტომობილის ღირებულების მხოლოდ 1.9% - ის გადახდა მოუწევს.  აღნიშნული პროდუქტი ავტოსაგზაო შემთხვევისა და სტიქიური უბედურებების რისკების დაფარვას ითვალისწინებს.

სადაზღვევო სერვისების მომხმარებლებზე მაქსიმალური მორგება და მათი მოთხოვნების გათვალისწინება ალდაგის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ავტო სტარტის მიზანია, ყველა მსურველს საშუალება მისცეს, ისარგებლოს ავტოდაზღვევით და საკუთარ თავზე გამოსცადოს დაზღვევის პრივილეგიები. ალდაგი, როგორც ბაზრის ლიდერი კომპანია, აქტიურად მუშაობს ქვეყნის სადაზღვევო ბაზრის ზრდისა და განვითარებისთვის. კომპანიის მხრიდან, დაზღვევის მსურველთათვის, ახალი, საინტერესო პროექტებისა და სასიამოვნო სიურპრიზების შეთავაზება მთელი წლის მანძილზე  გაგრძელდება.

     

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე