ქვეყნის ‪#‎მოვლა‬ მობილური ინტერნეტით

საქართველო, თბილისი - 13:07 | 01.07.2016
ნანახია: 1537

“ჯეოსელი” ახალ პროექტს „ქვეყნის  ‪#‎მოვლა მობილური ინტერნეტით“, იწყებს.

მისი მეშვეობით ყველა მსურველი შეძლებს მოგზაურობისას ძალიან სასარგებლო მოძრაობის მონაწილე გახდეს.

ახალი,  ინოვაციური პლატფორმის  ფარგლებში შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია Movla , რომელიც  საშუალებას მისცემს ყველა მსურველს, მოგზაურობისას მონიშნოს ტურისტულ ლოკაციებში დანაგვიანებული ადგილები და მობილური ინტერნეტის მეშვეობით გაუზიაროს სხვებს. ერთ სივრცეში თავმოყრილი ასეთი ინფორმაცია საშუალებას მისცემს ყველა მსურველს ჩაერთოს ქვეყნის მოვლაში და ეტაპობრივად დასუფთავდეს დანაგვიანებული ადგილები. ჩვენი მიზანია გავხადოთ ჩვენი პროდუქტი სასარგებლო ბუნებისთვის და ადამიანისთვის.

 

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი

პარტნიორი - National Geographic საქართველო




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე