წაქცეული ხეები, დაზიანებული ავტომანქანები და სახლები - სტიქია თელავში

საქართველო, თბილისი - 10:14 | 01.07.2016
ნანახია: 1697

სტიქია ტელავში - ძლიერმა ქარმა ქალაქში საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. განსაკუთრებით დაზიანდა ალაზნის გამზირზე მდებარე კორპუსები.

დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც თელავის მოსახლეობა რამდენიმე საათის განმავლობაში, დენის გარეშე იყო დარჩენილი.

წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ავტომანქანები. გშინდელი დღიდან მოყოლებული, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

აღდგენითი სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე