საქართველოში ავადობის - 17%, ხოლო სიკვდილიანობის - 19% გამოწვეულია გარემოს დაბინძურებით

საქართველო, თბილისი - 20:16 | 21.09.2015
ნანახია: 2067

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით,   საქართველოში ავადობის - 17%, ხოლო სიკვდილიანობის - 19% გამოწვეულია გარემოს დაბინძურებით.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ავტომობილების გამონაბოლქვი, ემისიებისა და  ნახშირორჟანგის (CO2), ასევე აზოტის ჟანგეულები (NO2, NO), გოგორდის ორჟანგი (SO2), ჭვარტლი, ბენზ(ა)პირენი და ჰაერში შეწონილი წვრილდისპერსიული მყარი ნაწილაკების (PM10, PM2,5) დიდი რაოდენობით გამოყოფა, გავლენას ახდენს, არა მხოლოდ  ჰაერის დაბინძურებაზე, არამედ მკვეთრად აუარესებს ადამიანის ჯანმრთელობას, ზრდის გულსისხლძარღვთა და რესპირატორულ დაავადებათა რისკს, მწვავდება ალერგიული ფონი და ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობა.

ჯანმო-ს მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება, მსოფლიო მაშტაბით იწვევს 2 მილიონამდე ადამიანის ნაადრევ სიკვდილს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე