თურქული მედიის ცნობით, სტამბოლის აეროპორტში ტერაქტში მონაწილე ერთ-ერთი თვითმკვლელი სავარაუდოდ ჩეჩენია

საქართველო, თბილისი - 15:31 | 30.06.2016
ნანახია: 1527

თურქული მედიის ცნობით, სტამბოლის აეროპორტზე თავადსხმაში მონაწილე ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი სავარაუდოდ ჩეჩნეთის მკვიდრია.

გამოცემა Hurriyet სავარაუდო თავდამსხმელის სახელსაც ასაჯაროებს - ოსმან ვადინოვი. თურქული მედიის ცნობით, თურქული სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ ის თურქეთში სირიის ქალაქ რაქადან ჩავიდა. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში ტერაქტს 42 ადამიანი ემსხვერპლა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 239 დაშავებულიდან საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება 128 ადამიანი, მათგან 41 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე