"თავისუფალ დემოკრატები” ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე საუბრობენ

საქართველო, თბილისი - 14:44 | 12.10.2015
ნანახია: 1628

ფინანსური სექტორის სტაბილურობისთვის პარტია "თავისუფალი დემოკრატები” ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბებასა და განვითარება, აუცილებელ პირობად მიიჩნევს. როგორც "თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ონოფრიშვილმა საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, გარე რისკების მინიმიზირების, ანუ გრძელვადიანი ადგილობრივი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის ადეკვატურად გატარების მიზნით, უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბება და განვითარება.

„ამ მიზნით, გარდა შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებისა, რომელიც უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და ადგილობრივი საინვესტიციო ფონდების ფუნქციონირებას, რეგულირებად ფინანსურ ბაზრებზე გახორციელებული ნებისმიერი გარიგება განთავისუფლდება სახელმწიფო გადასახადებისგან.

პარალელურად, გატარდება ნებაყოფლობით დაგროვებაზე დაფუძნებული საპენსიო რეფორმა (არსებული სისტემის შენარჩუნებით), რომელიც დამატებით ბიძგს მისცემს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მუშაობას”,- აღნიშნა ონოფრიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე