დავით ონოფრიშვილი: ხელშემწყობი გლობალური ეკონომიკის პირობებში, ნამატი სახსრების აკუმულირება მასტაბილიზირებელი მოქმედებისათვის, უნდა ხდებოდეს

საქართველო, თბილისი - 14:38 | 12.10.2015
ნანახია: 1740

„პროგრამული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ფორმირებისას მნიშვნელოვანია ე.წ. ეკონომიკური ციკლების საწინააღმდეგო მიდგომა, რაც გამოიხატება ხარჯვითი ნაწილის დაგეგმილ და არა სპონტანურ ზრდაში”, აღნიშნულის შესახებ განცხადება "თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ონოფრიშვილმა საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის წევრებთან, შეხვედრისას განაცხადა. როგორც ონოფრიშვილმა შეხვედრაზე, პარტიის ეკონონომიკური პროგრამის წარდგენისას განმარტა, სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში ფისკალური დეფიციტი დაგეგმილზე ნაკლები იქნება. ასეთი მიდგომით ქვეყნის ეკონომიკა საგარეო შოკების მიმართ მდგრადი ხდება.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში, 2016-2020 წლებში, მშპ-ს ზრდის ტემპი შესაძლოა 7-9%-მდე გაიზარდოს.

„ხელშემწყობი გლობალური ეკონომიკის პირობებში, ნამატი სახსრების აკუმულირება უნდა ხდებოდეს რთული პერიოდის დროს მასტაბილიზირებელი მოქმედებისათვის.

გარდა ამისა, ხარჯვით ნაწილში, აქცენტი გაკეთდება მინიმალურ ბიუროკრატიულ ხარჯებზე და სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ იმ პროექტების დაფინანსებაზე, რომლებიც ეკონომიკურად ეფექტიანია და რომელსაც კერძო სექტორი არ და/ან ვერ ახორციელებს. უპირველეს ყოვლისა, განათლების სფეროსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. გამორიცხულია სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორის კონკურენცია”,- აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე