ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში, "თავისუფალი დემოკრატები" 2016-2020 წლებში, მშპ-ს 7-9%-იან ზრდას პროგნოზირებენ

საქართველო, თბილისი - 14:32 | 12.10.2015
ნანახია: 1696

ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში პარტია "თავისუფალი დემოკრატები" 2016-2020 წლებში, 3-6%-იანი ინფლაციის პირობებში, მშპ-ს 7-9%-იან ზრდას პროგნოზირებენ. როგორც "თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ონოფრიშვილმა საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის წევრებთან, პარტიის ეკონონომიკური პროგრამის წარდგენისას განაცხადა, მათი გათვლებით, მონეტარული სტაბილურობის პირობებში, აღნიშნული მაჩვენებელი ნიშნავს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს დღევანდელი 6,500 ლარიდან 12,000 ლარამდე ნიშნულის მიღწევას და საშუალო ფენის, წლიური 25 000 ლარის შემოსავლის მქონე ოჯახების, რაოდენობის გაორმაგებას.

„დასახული მიზნის მისაღწევად საჭიროა შემდეგი ამოცანების შესრულება: დასაქმებისა და ბიზნესის მომგებიანობის ზრდა; ინვესტიციების (როგორც შიდა, ასევე, გარე) მოცულობის ზრდა; ექსპორტის ზრდა; განსაკუთრებით, ისეთი მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებით, როგორიც არის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმება.

გარდა ამისა, ეკონომიკის ზრდის შემაფერხებელი შიდა და გარე რისკების გასანეიტრალებლად მნიშვნელოვანია: მოსახლეობაში დანაზოგების ადეკვატური დონის უზრუნველყოფა; ფასების სტაბილურობის (ინფლაციის ოპტიმალური დონის) უზრუნველყოფა; ექსპორტის დარგობრივი და გეოგრაფიული დივერსიფიცირება;

ზრდის განმაპირობებელი და რისკების აღმომფხვრელი ფაქტორების სრულად ამოქმედებისათვის, საჭიროა რიგი რეფორმებისა და სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება, რომელთა ზოგადი არსი შეჯამებულია შემდგომ პუნქტებში”, - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე