მსოფლიო სურსათის დღეს, ხოლო FAO–ს დაარსების 70 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველო, თბილისი - 14:13 | 12.10.2015
ნანახია: 2165

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის პროგრამა ENPARD–თან ერთად იწვევს მედიის წარმომადგენლებს მსოფლიოს სურსათის დღისა და FAO–ს დაარსების 70 წლის იუბილეს აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე. ღონისძიება13 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო რედისონ ივერიაში გაიმართება.

FAO-ს  მსოფლიო სურსათის დღე, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება გაეროს წევრი ქვეყნების მიერ, ეხმაურება მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების, სოფლად სიღარიბის დაძლევისა და სოფლის მოსახლეობის სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანეს მიზნებს, რომელთა მიღწევის ერთ-ერთ ძირითადი გზა სოფლის მეურნეობის განვითარებაა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად და FAO-ს თანადგომით, ახორციელებს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომელთა შორის აღსანიშნავია ფერმერთა რეგისტრაციის სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში.ფერმერთა რეგისტრაციის საპილოტე ვერსია უკვე განხორციელდა რაჭა-ლეჩხუმში, სადაც 300-მდე ფერმერი დარეგისტრირდა სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ ბაზაში. მსოფლიო სურსათის დღის ღონისძიებაზე შედგება აღნიშნული სისტემის მოკლე პრეზენტაცია. ასევე, მოხდება FAO-ს მიერ საქართველოში განხორციელებული სხვადასხვა ტექნიკური დახმარების პროექტის წარდგენა.

ღონისძიების ფარგლებში, FAO-ს მემორიალური მედლები გადაეცემა ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ბოლო წლებში FAO-ს თან საქართველოს თანამშრომლობის განვითარებაში.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის შემდეგ, მოეწყობა ფოტოგამოფენასოფლის მეურნეობის თემაზე. (ფოტოების ავტორი: გოგა ჩანადირი).

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე